რომის სამართლის საფუძვლები 1.სანივთო სამართალი რომაულ სამართალში ნივთებს ეწოდებოდა Res (რეს). რომაული სამართალი ნივთების დაყოფის სხვადასხვა სახეს იცნობდა. ნივთების სხვადასხვა სახედ დაყოფის ყველაზე ძველი სახელი იყო რეს მანციპი და რეს ნეკ მანციპი, რეს მანციპი ნიშნავდა ისეთ ნივთებს, რომელშიც შედიოდა მიწები, ამ მიწებზე დასახლებული მონები, მიწის დასამუშავებლად განკუთვნილი პირუტყვი, ასევე შენობები. რეს ნეკ მაციპი ამ კატეგორიაში შედიოდა ყველა სხვა დანარჩენი ნივთი: მაგალითად, საოჯახო ნივთები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, წვრილფეხა პირუტყვი და სხვა. ნივთების ეს კატეგორია აღინიშნებოდა ტერმინით „პეკუნია“ რაც ქონებას ნიშნავდა. რომის სამართალი იცნობდა ასევე ნივთების ასეთ დაყოფას: ა)საერთო ანუ ყველას კუთვნილი ნივთები ჰაერი, მდინარე და სხვა. ბ)სახელმწიფოს კუთვნილი ნივთები გზები, ციხეები, თეატრები და სხვა, გ)რელიგიური დანიშნულების ნითები: ეკლესიები, სალოცავები, შესაწირი ადგილები. 2. საკუთრების უფლება 1) პრეტორული, ანუ ბონიტარული საკუთრება ეს იყო საკუთრების სახე , რომელიც პრეტორის...
Comments
Post a Comment