საკუთრების უფლება და მისი შინაარსი
რომის სამართლის საფუძვლები
1.სანივთო სამართალი
რომაულ სამართალში ნივთებს ეწოდებოდა Res(რეს). რომაული
სამართალი ნივთების დაყოფის სხვადასხვა სახეს იცნობდა. ნივთების სხვადასხვა სახედ დაყოფის
ყველაზე ძველი სახელი იყო რეს მანციპი და რეს ნეკ მანციპი, რეს მანციპი ნიშნავდა ისეთ
ნივთებს, რომელშიც შედიოდა მიწები, ამ მიწებზე დასახლებული მონები, მიწის დასამუშავებლად
განკუთვნილი პირუტყვი, ასევე შენობები. რეს ნეკ მაციპი ამ კატეგორიაში შედიოდა ყველა
სხვა დანარჩენი ნივთი: მაგალითად, საოჯახო ნივთები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები,
წვრილფეხა პირუტყვი და სხვა. ნივთების ეს კატეგორია აღინიშნებოდა ტერმინით „პეკუნია“
რაც ქონებას ნიშნავდა.
რომის სამართალი იცნობდა ასევე ნივთების ასეთ დაყოფას:
ა)საერთო ანუ ყველას კუთვნილი ნივთები ჰაერი, მდინარე
და სხვა.
ბ)სახელმწიფოს კუთვნილი ნივთები გზები, ციხეები, თეატრები
და სხვა,
გ)რელიგიური დანიშნულების ნითები: ეკლესიები, სალოცავები,
შესაწირი ადგილები.
2. საკუთრების უფლება
1) პრეტორული, ანუ ბონიტარული საკუთრება
ეს იყო საკუთრების სახე , რომელიც პრეტორის ბრძანებით
იცავდა საკუთრების შემძენს სხვისი ხელყოფისაგან. პრეტორის მიერ გაცემული ბრძანებით
ქონების შემძენის მდგომარეობა უთანაბრდებოდა მესაკუთრეს, მაგრამ შემძენი მესაკუთრე
არ ხდებოდა. პრეტორი ვერ ცვლიდა ძველ სამართალს, ამისათვის სახალხო კრების დადგენილება
იყო საჭირო. მაგალითად, პრეტორი მიუთითებდა, რომ უნდა შესულიყო ნივთების შემძენის ქონების
შემადგენლობაში, რომაულად ინ ბონის. აქედან წარმოიშვა ბონიტარული საკუთრება. როდესაც
შემძენზე ვსაუბრობთ, რასაკვირველია ვგულისხმობთ ,მანციპირებული ნივთების შემძენს, რომელმაც
შეძენისას გვერდი აუარა ფორმალობებით დამძიმებულ რიტუალურ წესს და რომელიც ძველი ცივილური
სამართლით ამ ნივთის შეძენისათვის აუცილებელი იყო.
2)პროვინციული საკუთრება.
ეს იყო რომაელთა მიერ დაპყრობილი მიწები, რომლებიც რომის
სახელმწიფო საკუთრებად იყო მიჩნეული. ამ მიწებიდან სარგებელს რომაელები სხვადასხვა
გზით ღებულობდნენ და განიხილავდნენ როგორც ისეთი პირნი, რომლებსაც მარტოოდენ მფლობელობა
ჰქონდათ.
3) პერეგრინების საკუთრება.
პერეგრინებს არ ჰქონდათ რომაელების მსგავსად თანაბარი
საკუთრება, მაგრამ კომერციის განვითარების შემდეგ აუცილებელი გახდა მათი საკუთრების
ცალკე სახედ აღიარება და დაცვა.
ამრიგად, რომში არსებობდა საკუთრების სხვადასხვა სახე.
მაგრამ მოგვიანებით, დომინატის პერიოდში ისპობა სხვადასხვა სახის საკუთრება და ყალიბდება
ერთიანი, უნიფიცირებული საკუთრება, რომელიც გულისხმობს რომ საკუთრება ეკუთვნის არა
მხოლოდ რომის მოქალაქეებს არამედ რომის ყველა მცხოვრებს.
3. საკუთრების უფლების შეძენა.
საკუთრების უფლების ხერხებიდან რომაელი იურისტები იცნობენ:
ა) თავდაპირველ გზას საკუთრების უფლების შეძენისა, ბ) ნაწარმოებ გზას საკუთრების უფლების
შეძენისა.
ა) საკუთრების
შეძენის თავდაპირველ გზას ისინი განიხილავდნენ ისეთ გზად, რომლის დროსაც თავდაპირველი,
ადრინდელი მესაკუთრე არ არსებობდა, ანდა რომული სამართლით ასეთი მესაკუთრე მესაკუთრედ
არ ითვლებოდა.
საკუთრების უფლების შეძენის თავდაპირველი ხერხებიდან
უნდა აღინიშნოს ოკკუპაციუ, ანუ არავის კუთვნილი, უპატრონო ქონების ხელში ჩაგდება. ასეთი
ქონება იმის კუთვნილება ხდებოდა, ვინც მას პირველად დაეპატრონებოდა.
ბ)საკუთრების უფლების შეძენის ნაწარმოები გზა, რომაელი
იურისტების აზრით, ისეთი გზა იყო, როდესაც საკუთრება შეიძინებოდა ადრე არსებულ მესაკუთრისაგან;
მაგალითად, ნივთების ან ქონების შეძენა გარიგებით. გარიგებით საკუთრების უფლების შესაძენად
საჭირო იყო ნივთის გადაცემა ტრადიციო, ე.ი. ახალი მესაკუთრისთვის ნივთის გადაცემა ანუ
ჩაბარება.
4)საკუთრების უფლების შეწყვეტა.
რომაელი იურისტების აზრით, საკუთრების უფლება წყდებოდა:
1) თუ ნივთი განადგურდებოდა ფიზიკურად; 2) თუ მესაკუთრე უარს განაცხადებდა საკუთრებაზე,
3) თუ მესაკუთრეს ჩამოერთმეოდა საკუთრების უფლება მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგალითად,
კონფისკაციის გამო გადავიდოდა სხვის საკუთრებაში ან იკარგებოდა საკუთრების უფლება ხანდაზმულობით.
4) თუ ნივთი ამოღებული იქნებოდა ბრუნვიდან. 5) კონფისკაციის შედეგად.
5) საერთო საკუთრება (თანასაკუთრება)
რომაელი იურისტები იცნობდნენ რამდენიმე პირის საკუთრების
უფლებას ერთ ნივთზე ან ქონებაზე. ასეტ საკუტრებას ისინი უწოდებდნენ კომმუნიო. რომაელი
იურისტების აზრით, ასეთ შემთხვევაში თითოეული მესაკუთრე იყო ნივთის თანამფლობელი, ე.ი.
მას ეკუთვნოდა არა ნივთის ნაწილი, არამედ ნივთზე საკუთრების ყფლების ნაწილი.
<iframe src="https://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vTuweGZ3BJFt6Ed69oR5yL6BULzlDzPw5RMjyvFg-NzJJc8JlO2Pn2ZD4-7TcWqzau2OycexoAeONx9/embed?start=true&loop=false&delayms=3000" frameborder="0" width="640" height="389" allowfullscreen="true" mozallowfullscreen="true" webkitallowfullscreen="true"></iframe>
Comments
Post a Comment